10 მიზეზი თუ რატომ მაინცდამაინც უნდა აგვირჩიოთ ჩვენ

kosmetichka

დაიღალეთ ძვირფასი დილის წუთების ხარჯვით მაკიაჟის გაკეთებაზე და მის შესწორებაზე ? დროის დაკარგვის მერე მაინც არ ხართ კმაყოფილი შედეგით? ვიდეო გაკვეთილების ყურება არ გაძლევთ პასუხს, თუ რა უნდა გააკეთოთ, რათა გააუმჯობესოთ თქვენი იმიჯი? გსურთ შეცვალოთ ყოველდღიური მაკიაჟი?
თუ მინიმუმ ერთ კითხვაზე მაინც უპასუხეთ დადებითად , მაშინ ჩვენი კურსი "საკუთარი თავის ვიზაჟისტი" ზუსტად თქვენთვისაა განკუთვნილი !

1. კოსმეტიკური საშუალებები ბევრია, მაგრამ რაც საჭიროა არ გაქვთ.
კოსმეტიკის ყიდვის დროს , ჩვენ ხშირად ემოციებით ხელმძღვანელობთ . და ზოგჯერ ვერ ვყიდულობთ ჩვენთვის საჭირო პროდუქციას. არ არის სათანადო ხარისხის, ფერი არ გვიხდება , ან არ ვიცით, თუ როგორ გამოვიყენოთ იგი. ჩვენ, თქვენთან ერთად, მარტივდ და ხალისიანად მოვაწესრიგებთ თქვენს კოსმეტიკის ჩანთას.

2. მარტივად სილამაზეზე და სირთულეზე.
მას შემდეგ, როცა გაივლით მაკიაჟის კურსს პროფესიონალებთან ერთად, თქვენ გეცოდინებათ, რომ ლამაზ და სუფთად გაკეთებულ მაკიაჟს საფუძველად უდევს არა ძვირადღირებული კოსმეტიკა, არამედ ტექნიკა და უნარ-ჩვევები. ჩვენთან ძალიან მარტივია ამისი ათვისება.

3. ერთი შეხედვით შერჩევა
თქვენ ისწავლით ფერის ტიპის მარტივად დადგენას, რაც დაგეხმარებთ სწორად აირჩიოთ ტანსაცმელი და მაკიაჟი თქვენი ახლობლებისთვის და საკუთარი თავისთვის.

4. მკვეთრი ინდივიდუალობა
ჩვენი პრინციპია: "ქალს არ აქვს ნაკლი!უბრალოდ ყველა განსხვავებულად ლამაზია“ . შეისწავლით როგორ უნდა ეფექტურად ხაზი გაუსვათ თქვენს თავისებურებას ან ოსტატურად დამალოთ ის.

5. დამოუკიდებელი ეფექტი 5 წუთში
როგორ იყოთ ლამაზი ყოველთვის და დახარჯო ამისთვის მინიმალური დრო. ეკონომიის გაკეთებას შეძლებთ ... სწავლის დასრულების შემდეგ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ვიზაჟისტის მომსახურება.

6. მინიმუმ კოსმეტიკა, მაქსიმუმ ეფექტურობა
ჩვენს სტუდიაში გასწავლით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ექსპრეს-მაკიაჟი, რომელიც მოიცავს კოსმეტიკის მინიმუმს, მაგრამ გაძლევთ საშუალებას გამოიყურებოდეთ ეფექტურად და შთამბეჭდავდ . თქვენ გაიგებთ რამდენიმე შტრიხით როგორ გადააკეთოთ დღის მაკიაჟი საღამოს მაკიაჟში . როგორ გააკეთოთ მაკიაჟი ფოტო გადაღებისთვის.

7. ინსტრუმენტები სილამაზისთვის
თქვენ სწორად დაიჭერთ ფუნჯს ხელში და სწორად იმუშავებთ ფუნჯით . და ეს არის წარმატების 50%-ი.

8. ჯერ მოსინჯე, მერე შეიძინე
ჩვენთან თქვენ გაქვთ პროდუქციის წინასწარი მოსინჯვის საშუალება მის შეძენამდე

9. სწავლა, სადაც თქვენთვის მოსახერხებელია
ვმუშაობთ როგორც ჩვენს სტუდიაში, ასევე სტუდიის გარეთაც. სასწავლო პროგრამების შერჩევა - ინდივიდუალურია. თქვენი თავისუფალი დროის გათვალისწინებით, ჩვენ შეგიდგენთ გაკვეთილების მოსახერხებელ გრაფიკს.

10. სილამაზე იპყრობს ყველა ასაკს ან არასდროს არ არის გვიან შეიყვარო საკუთრი თავი 
ჩვენ ვასწავლით ნებისმიერი ასაკისა და მომზადების დონის ქალებატონებს.


მთავარ გვერდზე დაბრუნება

დაგვიკავშირდით!