თვალების ლამაზი მაკიაჟი ფუჭად ჩაივლის, თუ წარბს ლამაზი ფორმა არ აქვს.

blog11g


თვალების ლამაზი მაკიაჟი ფუჭად ჩაივლის, თუ წარბს ლამაზი ფორმა არ აქვს. წარბები სახისთვის იგივეა, რაც სურათისთვის ჩარჩო. მოდით ვისწავლოთ წარბის დახატვა.

აიღეთ ირიბად მოჭრილი ფუნჯი, თვალის ჩრდილები ან წარბის ფანქარი. ფერი უნდა იყოს ერთი ტონით უფრო მუქი, ვიდრე თქვენი თმის ფერი.
უფრო მოსახერხებელია დაიწყოთ წარბის დახატვა ბოლოდან, გარე კუთხე უნდა იყოს უფრო მკვეთრად და მკაფიოდ შეფერადებული.

შეფერადება ჯობია წარბის ბუნებრივი ხაზის გასწვრივ და სადაც საჭიროა ოდნავ დააკორექტიროთ - სადღაც უფრო მუქად დახატეთ, სადღაც უფრო ღია ტონით. პატარა ასიმეტრია ორ წარბს შორის - ნორმალური მოვლენაა (წარბები დები არიან და არა ტყუპები)
რომ არ იყოს ძალიან მოსაწყენი შეიძლება დავარცხნოთ წარბები ქვევიდან ზემოთ - მიიღებთ სიმპატიურ დაუდევრობას.

ახლა დააფიქსირეთ წარბების გელით ან გამოიყენეთ წამწამების ტუშის ფუძე. ვისაც რა გაგაჩნიათ.

ვისაც მოსწონს გამოყოფილი წარბები. წარბის ქვეშ კანზე წაისვით ღია ფერის კონსილერი ან კორექტორი - ეს წარბებს ვიზუალურად უფრო გამოკვეთავს.

 

 
blog11bblog11ablog11cblog11
 

საინტერესოა? გაუზიარე მეგობარს

სოციალური ქსელები

 

შეკვეთა

დაგვიკავშირდით!