ჟრუანტელი ტანში მივლის და ცრემლები თვალებში.......

blog10ჟრუანტელი ტანში და ცრემლები თვალებში... როცა ვუსმენ საქართველოს ჰიმნს. გუშინ გახდა 100 წელი საქართველოს დამოუკიდობლობის.

მე ვცხოვრობ ამ ქვეყანაში სულ რაღაც 5 წელი, მაგრამ მაქვს შეგრძნება თითქოს აქ ვარ დაბადებული. იქნებ წინა ცხოვრებაში ქართველი ვიყავი?

როცა ჩემს ქმართან ერთად გადავწყვიტე თბილისში გადმოსვლა, ზოგს გაუკვირდა, ზოგს გიჟები ვეგონეთ, მხოლოდ ერთეულები გვიჭერდნენ მხარს. საქართველოში არავის ვიცნობდით, დავტოვტოვეთ ყველაფერი - სახლი, ბიზნესი, ახლობლები.

ვინანე? არა.
ზუსტად საქართველო გახდა ჩემთვის "გადატვირთვის" ქვეყანა. ნანახი გაქვთ ფილმი "ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"? მწერალისთვის, რომელსაც ჯულია რობერტსი თამაშობს, ასეთი "გადატვირთვის" ქვეყანა იყო იტალია. ამ ფილმს ხშირად ვუყურებ, ერთერთი საყვარელი ფილმია.

როცა ვცხოვრობდი კრასნოდარში, ვგრძნობდი თავს ისე თითქოს" ვირთხების მარათონის" მონაწილე ვარ. სამსახური - სახლი - სამსახური - სახლი. გაჩერდები და გავარდები წრიდან. შიში მქნონდა თუ რა მელოდება შემდეგ. სტერეოტიპი: კარგი ცხოვრებისთვის უნდა ბევრი იშრომო. მაგრამ მოვა ის დრო, როცა კარგად ვიცხოვრებ?

საქართველომ მასწავლა ცის სილამაზის დანახვა, სიმწვანის სურნელის შეგრძნება, საჭმელში გარკვევა. ახლა ვიცი, რომ ხაჭაპური ერთნაირად გემრიელი ყველგან არაა.
ჩემს თავში აღარ მესმის საათის ტიკ-ტიკი. "გაიქეცი, თორემ ვერ მოასწრებ". ეხლა მესმის : "ტიიიკ-ტაააკ - ყველაფერი კარგად არის, ინებივრე ცხოვრებით"

აბა სად შეიძლება შევხვდე ამდენ საინტერესო ადამიანს სხვადასხვა ეროვნების და მენტალიტეტის. უბრალოდ ბაბილონია.

ზუსტად აქ მივხვდი თუ რა მსურს ცხოვრებისგან... რა არ გამიკეთებია ჩემთვის... რისი გაგებაა საჭირო და რა უნდა მივიღო.

უკვე მესმის, როგორ ამბობთ ჩემი პოსტის წაკითხვის შემდეგ, რომ საქართველო არ არის იდეალური, სამუშაოს პოვნის პრობლემებია, ბევრი რამ დანგრეულია, ბევრი მათხოვარია. მაგრამ მე ვსაუბრობ სულზე. აქ არის სული. და ზუსტად ესაა მთავარი... ჩემთვის



შეკვეთა

დაგვიკავშირდით!