მესროლეთ პომიდორები...

blog9

მესროლეთ პომიდორები...


მაგრამ მაინც დავწერ. ჩემი პოსტის შემდეგ მეგან მარკლის მაკიაჟის შესახებ იყო ბევრი დებატი. მსჯელობდნენ არა მაკიაჟის ღირებულებაზე. ყველასთვის გასაგებია, რომ სამეფო ოჯახისთვის მაკიაჟის ფასი 18 431 $ ნორმალური ამბავია.
დებატები იყო სწორედ მაკიაჟის შესახებ. წერდნენ, რომ "ტუჩის საცხი გათხაპნილია", "ტონალური ადევს არათანაბრად", "თვითონაც შეძლებდა მაკიაჟის გაკეთებას". მე დამაინტერესა ვინ და როგორ გაუკეთა მაკიაჟი. წავიკითხე ბევრი რამ.

დენიელ მარტინი, ვიზაჟისტი 15 წლიანი სტაჟით, მუშაობდა NYC-ში, პოპულარულია მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში, იყო ცნობილი ვიზაჟსტების პატი დუბროფფის, პეტ მაკგრატის, ვირჯინია იანგის თანაშემწე. დენიელი უკეთებს დახვეწილ მაკიაჟს სახელგანთქმულ ადამიანებს და მოდელებს, დაწყებული ვერონიკა ვებით და დამთავრებული მენდი მურით.

"ტონალური ნაწილ-ნაწილ"
ვიზაჟისტმა ლიდიამ ფ. სელერსმა ორი წლის განმავლობაში იმუშავა მეგან მარკლთან და კარგად იცის მისი მოთხოვნები მაკიაჟის მიმართ. თურმე მეგანს აქვს ჭორფლები და ძალიან უფრთხილდება მათ. არ ნიღბავს ჭორფლს ტონალურის სქელი ფენით, როცა ბევრი გოგონა პირიქით ცდილობს. ამიტომაც ტონალური კრემი იყო გამჭირვალე.

დათხაპნილი ტუჩის საცხი"
უპირატესობა იყო მიცემული ტუჩის ბალზამისთვის რათა ტუჩები გამოიყურებოდეს "დატენიანებულად და ჯანსაღად".
ჩვენ კი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ პომადა უბრალოდ მოშორდა.

ვიზაჟისტს და მის კლიენტს სურდათ ბუნებრივი იერსახის შექმნა. რასაც მიაღწიეს. მოსაზრება, რომ პატარძალი ქორწილში მობრძანდა დაუხატავი, თვალების მაკიაჟის გარდა, გავრცელდა მთელს ინტერნეტში.

ჩვენ მივისწრაფვით სტერეოტიპისკენ, ვცდილობთ მოდას ავყვეთ. გვავიწყდება საკუთარი"მე" და ინდივიდუალობა, ვმალავთ ამას გრიმის სქელი ფენით.

მე მგონია, რომ წლების მერე, მეგანი დახედავს თავის საქორწილო სურათებს და გაიფიქრებს თუ როგორ კარგად გამოიყურებოდა და არა იმაზე თუ "როგორი მოდა იყო მაკიაჟზე 2018 წელს"

ახლა კი ველოდები პომიდორებს...

შეკვეთა

დაგვიკავშირდით!