რა პრინციპით ვირჩევ მაკიაჟს?

blog5

 

შევამჩნიე ერთი თავისებურება: ზოგიერთი ქალბატონი, როცა მოდის ჩემთან პირველად, ოდნავ ნერვიულობს.

ხო... უკვე ვიცი. მქონდა მაკიაჟის სამწუხარო გამოცდილება. ჩვენ, ვიზაჟისტები, ყველანი ხელოვანები ვართ. ვიცით უამრავი ხერხი სახის იდეალური შექმნის. რა თქმა უნდა ჩვენ ვსწავლობდით ამას. მუზაც გვეხმარება. მაგრამ, როგორ გააკეთო, რომ მუზამ გაგვაერთიანოს ჩვენ და კლიენტი? რომ ჩვენი " ქმნილების" შემდეგ კლიენტი გაფუჭებული განწყობით არ გავარდეს "სწორი მაკიაჟის" მოსაშორებლად.

ყოველთვის ვაყენებ ჩემს თავს სხვის ადგილას. მაგალითად, თუ მომცემდნენ 45 ზომის ფეხსაცმელს და მეტყოდნენ: "მიდი. ეს მოდურია და ლამაზია!" შეიძლება მართლაც მოდურია... ლამაზია, მაგრამ ჩემთვის ძალიან მოუხერხებელია...

როგორ იპოვო ის წვრილი ზღვარი სრულყოფილ მაკიაჟსა და კლიენტის სურვილის შორის?...

ყოვეთვის ვაძლევ სარკეს. ეს აწყნარებს, რათა შეუძლიათ აკონტროლონ პროცესი.

blog7

პირველი კითხვა: "თქვენ აკეთებთ მაკიაჟს?" შემდეგი კითხვები : "როგორს? რა სიხშირით? რა ფერებს იყენებთ?" მე უნდა ვიცოდე, რომ ქალმა კომფორტულად იგრძნოს თავი. ანუ ვადგენ მის მაკიაჟისადმი დამოკიდებულების "ანამნეზს".

ცოტა ხნის წინ ჩემთან იყო მომხიბლავი ირინა. გავარკვიე, რომ ტუშის გარდა პრაქტიკულად არაფერს არ იყენებს. მაგრამ, მას სჭირდებოდა სადღესასწაულო მაკიაჟი. ლაპარაკის დროს შევამჩნიე, რომ მას აქვს ნაცრისფერი თვალები მუქი კანტით. ჟაკეტი მას ეცვა რუხი ფერის და თვალებმაც ამის გამო მიიღეს ფოლადის ელფერი. ნაცრისფერი თვალები - ქამელეონია, ფერის შეცვლა დამოკიდებულია ტანსაცმლის ფერზე. გავიგე, რომ ქალბატონს დაგეგმილი აქვს ლურჯი კაბის ჩაცმა.

ჩემს თავში აეწყო პაზლი: პრაქტიკულად არ იხატება, თვალები - ქამელეონია, ლურჯი კაბა. რა თქმა უნდა ავიღებ ყავისფერ გამას - ღია ფერიდან მუქამდე. იმიტომ, რომ ლურჯი კაბა გადააქცევს თვალებს ცისფრად, ხოლო ყავისფერი თვალის ჩრდილები კიდევ უფრო გააძლიერებენ ეფექტს.

შემდეგი ეტაპი - ავუხსნა, რომ მაკიაჟი უნდა იყოს უფრო მკვეთრი, რადგან ფოტოაპარატი "ჭამს" მაკიაჟის 30%-ს. დღესასწაულზე კი აუცილებლად გადაიღებენ ფოტოსურათებს.

არჩევის რთული პროცესი დამთავრებულია. რჩება მხოლოდ იდეის განახორციელება. ეს კი მხოლოდ ტექნიკის საქმეა.

მაკიაჟი დამთავრებულია. მოდელსაც და მეც მშვენიერი განწყობა გაგვაჩნია.
მადლობა იროჩკა უკუკავშირისთვის.

მოხარული ვარ, რომ ყველა იყო აღფრთოვანებული შენით, შენი თვალებით და არა ლამაზი თვალების ჩრდილებით.

მაკიაჟი - ეს არის იერსახე, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება ქალს...

ყოველთვის მოხარული ვიქნები დავეხმარო ამაში ქალბატონებს თბილისში

შეკვეთა

დაგვიკავშირდით!